ნაზაქეთ ბაკიროვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლიში ცხოვრობს. მას ყოველთვის კარგად ეხერხებოდა ჭრა-კერვა და გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმიანობით შემოსავალი მიეღო. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და საჭირო ინვენტარი შეიძინა სამკერვალოს გასახსნელად.
ნაზაქეთი ძირითადად თეთრეულს კერავს და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
მომავალში ბიზნესის განვითარებას აპირებს და სურს რამდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობაც.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.