სახელი : ანუსიას წიწილები

ანუსია ზურებიანი მცირეწლოვანი შვილის დედაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშიდან. მისი ოჯახის ძირითადი საქმიანობა შინამეურნეობაა. ანუსია ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე და მის დასახმარებლად, ყოველთვის უნდოდა დამატებითი საქმიანობა წამოეწყო. იმის გამო, რომ სხვა სოფლიდან შემოტანილი წიწილები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ, ანუსიამ გადაწყვიტა საკუთარი საწიწილე მოეწყო და ჯანმრთელი წიწილები გაეზარდა.

ინიციატივის განხორციელების მიზნით, ანუსიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, მან წიწილებისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა და თანდათან საქმიანობის განვითარებაზე დაიწყო ფიქრი. ის ვეტერინარის კონსულტაციის მიხედვით უტარებს ვაქცინაციას თავის წიწილებს და შემდეგ ყიდის ადგილობრივ მოსახლეობაში.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.