ანა კილასონიძე ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედაა, რომელიც ლაგოდეხის სოფელ კართუბანში ცხოვრობს. ანა დიდი ხანია დაინტერესებულია სხვადასხვა აქსესუარის და საზეიმო ტანსაცმლის დამზადებით და ყოველთვის სურდა ამ საქმის დაწყება. სამკერვალოს გახსნის მიზნის, ანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის დახმარებით, ანამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ორი საკერავი მანქანა შეიძინა, ასევე სხვა წვრილმანი მასალები. ამასთან ერთად, დამატებით თავისი თანხებიც გამოყო და ახლა აქტიურად მისდევს სამკერვალო საქმიანობას. უკვე მომხმარებლებიც ჰყავს და თანდათან გაფართოვებაზეც ფიქრობს. ანა ყოველდღე ზრუნავს თავისი პროდუქციის ხარისხის ზრდაზე და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები; თმის აქსესუარები; ლამაზად გაფორმებული კაბები და ა.შ.
მომავალში ანა, ცალკე შენობაში აპირებს სამკერვალო საწარმოს გახსნას და სხვა ქალებსაც დაასაქმებს. წარმოების გაზრდისთვის კი მას დამატებითი მასალების შეძენა ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.