სახელი : თინათინ ქურასბედიანი - სვანური მარილი

თინათინ ქურასბედიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და დამოუკიდებელი ქალი ყოფილიყო. ამიტომ, თინათინმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისი ინვენტარი შეიძინა და სვანური მარილის წარმოება-რეალიზაცია დაიწყო.

თინათინის მარილი განსაკუთრებული გემოთი და არომატით გამოირჩევა. ამასთან ერთად, ის ყოველთვის ცდილობს რომ მომხმარებლებს ახალი და ნატურალური პროდუქტი შესთავაზოს. ამ ეტაპზე, სვანურ მარილს ინტერნეტის საშუალებით ყიდის და მიტანის სერვისსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

მომავალში, თინათის წარმოების გაფართოვება სურს და პროდუქციის გაყიდვას სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც აპირებს.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.