თეა დარბაიძე ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ცხოვრობს. ის აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული ქალია და ყოველთვის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, მან სოფელში მცხოვრებ სხვა ქალებთან ერთად: ანა დარბაიძე, ლალი მეტრეველი, ფიქრია პაქსაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, ქალებმა სამკერვალო გახსნეს სოფელ ჭიაურში.
მეწარმე ქალები ხარისხიან და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს: სხვადასხვა თეთრეულის, ქსოვილებისა და ტანსაცმლის კერვა, გადაკეთება. თეა, თავის პარტნიორ ქალებთან ერთად ორიენტირებულია სამკერვალო საწარმოს განვითარებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
მომავალში, ბიზნესის გაფართოვებასთან ერთად ქალების დასაქმებასაც აპირებენ. ამისთვის კი შესაბამისი ინვენტარის შეძენა ესაჭიროებათ: საკერავი მანქანა, სპეციალური უთო და მაკრატელი.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.