სახელი : თამარის სასათბურე მეურნეობა

თამარ ტყემალაძე აქტიური მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. მისი ოჯახი სასათბურე მეურნეობას მისდევს და ძირითადად აწარმოებენ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს. წარმოების გაფართოვებისა და ოჯახის დახმარების მიზნით, თამარმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით თამარმა ტრაქტორი შეიძინა და შრომის გამარტივებასთან ერთად შემოსავალიც გაეზარდა.

თამარი ძირითადად აწარმოებს ბოსტნეულს: კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ჩინური და ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ. მომავალში კი განვითარებას და წარმოების გაზრდას აპირებს. ამისათვის კი ესაჭიროება სპეციალური აღჭურვილობა ნერგების შესაწამლად.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.