სახელი : სვეტლანა ახმედოვა

სვეტლანა ახმედოვა მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. ოჯახის დახმარების მიზნით, მან გადაწყვიტა საკუთარი საქმიანობა ჰქონოდა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ძროხა შეიძინა და რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია დაიწყო.

სვეტლანას პროდუქცია ნატურალურია და ძირითადად მოიცავს რძეს, ხაჭოს და კარაქს. მომავალში სვეტლანას განვითარება და წარმოების გაზრდა სურს და პროდუქციის ბაზარში რეალიზება. ამისათვის დამატებითი ძროხების და მათთვის საკვების შეძენა სურს.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.