სახელი : ელზას ყვავილები

ელზა ჩიქოვანი სამი შვილის დედაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან. მას ყოველთვის უყვარდა ბუნება და ყვავილები, ამიტომ პატარა ყვავილების ბაღი გააშენა. ელზა უმუშევარი იყო და გადაწყვიტა თავისი ყვავილებით ბიზნესი წამოეწყო. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში.

პროექტის დახმარებით, ელზამ წარმოება გაზარდა და გაამრავალფეროვნა. ახლა, მას შეუძლია შესთავაზოს სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ლამაზი, ჯანსაღი ყვავილები. მომავალში, მოთხოვნიდან გამომდინარე კვლავ გაფართოვებას აპირებს.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.