ნაზიბროლა პაპიძე სოფლის მეურნეობას მისდევს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში. ოჯახის დახმარების მიზნით, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარადჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ძროხა შეიძინა. ნაზიბროლა რძის პროდუქტებს აწარმოებს და მომავალში საქმიანობის განვითარებასთან ერთად პროდუქციის რეალიზებასაც აპირებს.
ის ძირითადად აწარმოებს ყველსა და რძეს. მისი პროდუქცია ნატურალურია და ძალიან სასარგებლო. ნაზიბროლა თანდათანობით პროდუქციის პოპულარიზებასა და მომხმარებლის დაინტერესებაზეც ფიქრობს. ამისათვის კი მას დამატებითი ძროხები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.