ერანუი პაპოიანი სილამაზის სალონს ფლობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში. ის ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლების კამყოფილებაზე და სურს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს მათ: თმის დავარცხნა, შეჭრა, შეღებვა, ეპილაცია და ა.შ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის დახმარებით, ერანუიმ საქმიანობა განავითარა და ახლა, უკეთეს მომსახურებას სთავაზობს ვაჩიანისა და მისი მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.