რიტა დალოღლალიანი მეწარმე ქალია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდან. ის სოფლის მეურნეობას მისდევს და აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ნატურალურ პროდუქციას: ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი, ლობიო, კიტრი.
წარმატებისთვის რიტა და მისი მეუღლე ბევრს შრომობდნენ, საქმის გამარტივების მიზნით კი რიტამ გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით მან პატარა ტრაქტორი შეიძინა.
რიტა თავის პროდუქციას ახალქალაქის ცენტრში ყიდის და ხანდახან თბილისის ბაზარშიც. მისი მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია მომსახურებით. მომავალში რიტას სერთიფიცირებული კარტოფილის თესლის შეძენა სურს და წარმოების განვითარება. ამისათვის კი დამატებითი ფინანსები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.