ემა იგიტიანი მეწარმე ქალია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდან. მისი ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს და აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს: ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი, კარტოფილი და ა.შ. ოჯახის დახმარების მიზნით, ემამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ხელის ტრაქტორი შეიძინა. პროექტის დახმარებით ემას შრომა გაუმარტივდა და ოჯახის შემოსავალიც გაიზარდა.
ემას პროდუქცია ჯანსაღია, ყოველგვარი დანამატების გარეშე. შესაბამისად, მისი მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია მომსახურებით. ემა ძირითადად ქალაქში ყიდის პროდუქციას, თუმცა ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქტზეც ცვლის თავის ბოსტნეულს.
მომავალში ემას წარმოების გაფართოვება სურს და სხვადასხვა მაღაზიებთან თანამშრომლობა. ამისათვის დამატებითი ჭარხლის ნერგები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.