სახელი : მაიას სალონური მომსახურება

მაია თედეშვილი მეწარმე ქალია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანიდან. მაიას ყოველთვის სურდა საკუთარი ბიზნესი დაეწყო და სალონური მომსახურება შეეთავაზებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

იდეის განხორციელების მიზნით, მაიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით მაიას შესაძლებლობა მიეცა საჭირო ინვენტარი შეეძინა და მცირე ბიზნესისთვის მზადება დაეწყო. მაია სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს: თმის შეჭრა, შეღებვა, მანიკური, მაკიაჟი და წარბების კორექცია. ამასთან ერთად, საქმის პროფესიულ დონეზე დასაუფლებლად სტაჟირებასაც გადის რაიონის ერთ-ერთ სილამაზის სალონში.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.