ლარისა გვარამაძე აქტიური ქალია, რომელიც სკოლაში პედაგოგად მუშაობს და პარალელურად მესაქონლეობასაც მისდევს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. საქმიანობის გაფართოვების მიზნით, ლარისამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და დამატებით კიდევ ერთი ძროხა შეიძინა. ლარისა ნატურალურ და გემრიელ რძის პროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის ყველსა და რძეს, რომლებსაც ადგილობრივ და ახალციხის ბაზარში ყიდის.
მომავალში წარმოების გაფართოვებას გეგმავს და სურს მომხმარებლებს სხვა რძის პროდუქტებიც შესთავაზოს, მაგალითად ხაჭო, ნადუღი, მაწონი.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.