ეკა ზურაბაშვილი სამი შვილის დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან. მისი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ეკას ერთი ძროხა ჰყავდა, რომელიც ხუთ სულიანი ოჯახისთვის არ იყო საკმარისი.
წარმოების გაფართოვების მიზნით, ეკამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ძროხა შეიძინა თავისი ხბოთი. ის ძირითადად ყველას აწარმოებს და ცვლის სხვა პროდუქტებში. ეკას ყველი ნატურალური და ძალიან გემრიელია.
მესაქონლეობასთან ერთად ეკას მეფუტკრეობითაც სურდა წამოეწყო, თუმცა იმის გამო რომ ერთ-ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ეკას არ აქვს დრო სხვა საქმიანობით დაკავდეს. აქედან გამომდინარე, მას რძის პროდუქტების ბიზნესის გაფართოვება სურს. ამისთვის კი დამატებითი ძროხები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.