კოოპერატივი "ქორენიში" მეფუტკრეობას ცაგერის მუნიციპალიტეტში მისდევს. ახლად დაარსებული კოოპერატივი 6 წევრისგან შედგება, რომლებიც ერთად მუშაობენ ხარისხიანი თაფლის შესაქმნელად.
ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები და ოჯახები, ასევე მანქანა ფუტკრის სეზონური ტრანსპორტირებისთვის.
პროექტის ფარგლებში კოოპერატივის ლიდერი, სასწავლო ვიზიტით ლატვიელ მეფუტკრეებს ეწვია. მასზე დიდი შთაბეჭდილება ადგილობრივი მეფუტკრეების მარკეტინგულმა მიდგომებმა მოახდინა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე , მიღებული გამოცდილებით აგროტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი და უმოკლეს ვადაში დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს კოოპერატივ ქორენიშს და სახელდახელოდ მოწყობილ "ქორენიშულ ვერანდას" მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჰყავს სტუმრები.
"ქორენიშის" მიერ წარმოებული მაღალხარისხიანი და საინტერესოდ შეფუთულ-ეტიკეტირებული თაფლი წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქალაქების მაღაზიებში.
კოოპერატივების პროდუქცია
კოოპერატივები