„ბუკისციხე 1811“-ისთვის კოოპერატივი მხოლოდ ბიზნეს წამოწყება არ არის, არამედ სურვილი, რომ ყველას გააცნონ მევენახეობის ტრადიცია გურიის რეგიონში. კოოპერატივი შეიქმნა 3 წლის წინ, ჩოხატაურის სოფელ „ბუკისციხის“ რამდენიმე მევენახე-ფერმერის ინიციატივით, რომელთაც სურდათ თავიანთი ტრადიციული საქმიანობა-მეღვინეობა გაგრძელებინათ.
კოოპერატივის შექმნის მიზანი იყო ისეთი გურული ენდემური ჯიშების აღორძინება, როგორებიცაა ჯანი, სხილათუბანი, უფრო გავრცელებული ჩხავერი, კამური თეთრი და კამური შავი. სოფლის ენდემური ჯიშის-ჯანიციხურის, რაოდენობა ძალიან მცირეა და ფართო წარმოება რთულია, თუმცა კოოპერატივი მუშაობს იმისთვის, რომ საწარმოო მასშტაბებზე გავიდეს.
„როდესაც კოოპერატივს ვქმნიდით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ სოფლისთვის. სოფელი ყველაზე მეტად ვაზით იყო ცნობილი. ყველგან სადაც კი გაიხედავთ, ჩაია, ამ სოფელში კი, არავის არ უფიქრია ჩაის დარგის განვითარება, აქ მევენახეობა იყო გავრცელებული, არსებობდა სანერგე მეურნეობებიც.“-ამბობს კოოპერატივის წევრი.
ENPARD-ის პროექტის ფარგლებში " ბუკისციხეს " ღვინის წარმოების დანადგარები გადაეცა, თანამონაწილეობით კი ქარხანა აშენდა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.
მომავალში, „ბუკისციხეს“ დიდი სურვილია საქმიანობა ტურიზმის კუთხით განავითაროს და გააკეთოს შატო, სასტუმროთი და ეთნო კუთხით, სადაც სტუმრებს საქართველოს და გურიას გააცნობენ. სოფელ ბუკისციხის მაცხოვრებლების უმეტესობა სწორედ მევენახეობითაა დაკავებული და კოოპერატივიც ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად თანამშრომლობს.
კოოპერატივების პროდუქცია
კოოპერატივები