სახელი : ტაბგაალი

კოოპერატივი „ტაბგაალი“ ლენტეხის რაიონში, ცდილობს რთულ კლიმატურ და საგზაო პირობებში წარმოებული ტრადიციული და ნატურალური ჩირი, კენკრა და სამკურნალო ბალახები ალპური მეტ ადამიანს გააცნოს და დიდ ბაზარზე გაიტანოს. წარმოება მეტ ადამიანს გააცნოს და დიდ ბაზარზე გაიტანოს-როდესაც ტრადიციული გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგია ერთმანეთს ერწყმის, წარმატების მიღწევა ბევრად ადვილი ხდება.

„ტაბგაალი“ სვანურად ტაბაკს ნიშნავს, მაგიდას და  ასევე  მსხლის ერთ-ერთი ჯიშის სახელია. აღნიშნული მსხლის ჯიში  კოოპერატივის კუთვნილ 8500 მეტრის ფართობზე არსებულ სანერგე მეურნეობაშია გაშენებული. ამიტომ, კოოპერატივსაც „ტაბგაალი“ დაარქვეს. სანერგე მეურნეობასთან ერთად  კოოპერატივი ჩირს აწარმოებს, რისი გამოცდილებაც წინაპრებისგან გადმოეცათ: „ზამთარი აქ თითქმის 9 თვე გრძელდება, ამიტომ მშრალი ხილი უფრო გამოსადეგი იყო, ეს ძველისძველი ტექნოლოგიაა და მას ყველა ვიცნობთ“. ასკილი, კუნელი, ხურტკმელი, ბარამბო-ეს მცირე ჩამონათვალია იმ მცენარეებსა და ხილს შორის, რომელსაც ტაბგაალი სვანეთის მაღალმთიან ადგილებში მოიპოვებს.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ლენტეხში მკაცრი კლიმატია-სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსაც ხშირად ამინდი განსაზღვრავს. „აქ 3 თვეა ფაქტიურად ზაფხული, აქედან ერთი თვე წვიმს, უნდა დაასწრო“. მთაში გადაადგილებაც რთულია. მიუხედავად დიდი ხნის გამოცდილებისა, ტაბგაალს საქმიანობის უფრო წარმატებით გასაგრძელებლად და წარმოების გასაფართოვებლად მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რის გამოც მათ კოოპერატივების განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

„ტაბგაალმა“ გრანტით შეიძინა ორხიდიანი მანქანა გადასაადგილებლად და  ნერგებისა და პროდუქციის გადასატანად.მანქანამ  მათი შრომა გაადვილდა. კოოპერატივის თანადაფინანსებით, გარემონტდა შენობა, რომელშიც საშრობი ქარხანაა განთავსებული. პროექტისგან კოოპერატივმა  ჩირის საშრობი დანადგარიც მიიღო. „ტაბგაალის“  ნატურალურ პროდუქციას ბევრი მსურველი ჰყავს, ამიტომ კოოპერატივმა თავის ბიზნესზე მეტად ზრუნვა დაიწყო. სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით, კოოპერატივი ახალ ტექნოლოგიებს გაეცნო ჩირის წარმოებაში და ტრადიციულს თანამედროვე მეთოდები მიუმატა.

მომავალში, „ტაბგაალი“-ს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. სურს გააფართოვოს სანერგე მეურნეობა და მეტი ფერმერი ჩართოს კენკრის წარმოებაში. ასევე განავითაროს აგრო-ტურისტული მიმართულება, რომელსაც სრულიად ხელს უწყობს გარემო პირობები. მეტი მხარდაჭერით, ტაბგაალი შეძლებს, რომ კარგად გამოიყენოს თავისი რეგიონის საუკეთესო მახასიათებლები, წარმოებაც გააფართოვოს და უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს სოფელს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები