ENPARD პროგრამის ფარგლებში პროექტისთვის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ შეიქმნა კონსორციუმი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე მუშაობდა და მასში ქეასთან ერთად შედიოდა საქართველოს რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET). პროექტის ასევე ხორციელდებოდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაციის და გამოცდილების გაცვლის საშუალებით.