სახელი : სოფლის იმედი

„სოფლის იმედი“ სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ უშაფათისთვის დიდი იმედია, რადგან თხილის კოოპერატივი სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ასაქმებს. 9 თვის განმავლობაში კოოპერატივში 50 ადგილობრივი მაცხოვრებელი მუშაობს. სწორედ ამიტომ  ძალიან  მნიშვნელოვანია კოოპერატივი „სოფლის იმედის“ განვითარება. თხილის საწარმო არა მარტო ამ სოფელში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც ერთადერთია, რომელიც ფუნქციონირებს და სოციალური დატვირთვაც აქვს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ასაქმებს, კოოპერატივში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებიც მუშაობენ.

„სოფლის იმედი“ 2007 წელს ჩამოყალიბდა და თავიდან მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმო იყო. კოოპერატივად 2014 წელს დარეგისტრირდა. ქეას მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, „სოფლის იმედმა“ შეიძინა თხილის საშრობი ოთხი დანადგარი, რომელიც საწარმოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამეგრელოს მაღალი ტენიანობის კლიმატის პირობებში. მანამდე კოოპერატივი ბუნებრივ პირობებში აშრობდა თხილს, რის გამოც მოსავლის ხარისხი უარესდებოდა, თხილის დანაკარგი მეტი იყო და მოგებაც იკარგებოდა.

თანდათან „სოფლის იმედი“ გაძლიერდა და გარშემო უკვე ძალიან ბევრი იცნობს. კოოეპრატივში გაწევრიანების მსურველიც ბევრია  და კოოპერატივიც თანდათან გაფართოებას გეგმავს. 

„სოფლის იმედს“  სურს თავისი პროდუქცია შუამავლების გარეშე პირდაპირ ევროპულ  ბაზარზე გაიტანოს და ამისთვის, პროექტის დახმარებით ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს ეძებს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები