სახელი : მთის ნობათი

 

"მთის ნობათი "  მეორე დონის კოოპერატივია,  მასში სამი სხვადასხვა კოოპერატივია გაერთიანებული: „ხვამლი“, „ალპური ნექტარი“ და „სვანური ფუტკარი“.

სამივე კოოპერატივი  ცაგერისა და ლენტეხის რაიონებში მეფუტკრეობას მისდევს.

ENPARD-ის პროექტში მონაწილეობამ  კოპერატივების შრომა იოლი გახადა, რადგან მათ  გადაეცათ სკების მომთაბარეობისათვის საჭირო სატვირთო ავტომანქანები და თაფლის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები.

"მთის ნობათის" მიერ წარმოებული თაფლი დივცერსიფიცირებულია: აკაციის, წაბლის, ალპური ყვავილების, შერეული. მომხმარებელს აღნიშნული პროდუქტი დაფასოებული და ლამაზად შეფუთული სახით მიეწოდება.

კოოპერატივის წევრი მეფუტკრეები თანამედროვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებული სტანდარტებით უვლიან საფუტკრეებს, რაც პროდუქციის ერთგვაროვნებასა და ხარისხს განაპირობებს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები