სახელი : გვირილა

კოოპერატივი „გვირილა“ 2016 წლის გაზაფხულზე  21  ფერმერის  გაერთიანებით ჩამოყალიბდა. გვირილას წევრები მესაქონლეობას მისდევენ და ერთობლივად ამუშავებენ მიწებს, რომლებსაც ისინი თეთრიწყაროს რაიონში ფლობენ. იქ აღებულ  თივას პრესავენ და 20 კილოგრამიანი შეკვრებით ჰყიდიან დასავლეთ საქართველოში. თივის გარკვეულ ნაწილს კი საკუთარი საქონლის გამოსაკვებად ინახავენ. 

ENPARD_ის პროექტის ფარგლებში  , „გვირილას“ გადაეცა თივის გადასაზიდი  სატვირთო ავტომანქანა,  სათიბი და შემგროვებელი ტრაქტორი. აღნიშნულმა  ტექნიკამ კოოპერატივს დიდი შეღავათი მისცა და მათი საქმიანობა გაამარტივა. დაზოგილი ფულით ცხოველების საკვების დამზადება უფრო იაფი უჯდებათ. მომავალში კოოპერატივს ცხოველების სპეციალური საკვების წარმოება სურს. 

„მომავალში კიდევ გვინდა წევრები შევიძინოთ, უფრო გავძლიერდეთ მეცხოველეობის სფეროში. რაც უფრო გავფართოვდებით და მეტ საკვებს დავამზადებთ, მეტი სიკეთე იქნება თითოეულისთვის“.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები