სახელი : პერსიმონი

კოოპერატივი „პერსიმონი“ დაარსდა 2016 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში. ის „კოოპერატივების ფონდი“-ს წევრი კოოპერატივია და 5 ადგილობრივი ფერმერისგან შედგება, მათ შორის 2 ქალია. „პერსიმონი“-ს ძირითადი საქმიანობა არის მარწყვის კულტურის, თხილის, სუბტროპიკული კულტურისა და ადგილობრივი ვაზის მოშენება. ასევე სასათბურე მეურნეობის განვითარება.

ამჟამად კოოპერატივს 6000 კვ.მ. ფართობზე, ღია გრუნზე, თანამედროვე სისტემებით, მოშენებული აქვს იტალიური (ამიგა, მარისოლი და კაპაროსა) და ადგილობრივი ჯიშის მარწყვი. 5000 კვ. მ. გაშენებული აქვს თხილის ბაღი, სადაც კოოპერატივის წევრები პერიოდულად იღებენ 1.5-დან 2 ტონამდე თხილის მოსავალს. ამასთანავე, 6500 კვ.მ. გაშენებულია ხურმის ბაღი და 450 კვ. მ. დაწყებულია სათბურის მოწყობა, სადაც დაგეგმილია პომიდორის და ტკბილი წიწაკის მოყვანა დაახლოებით 10 ტონამდე.

გარდა ამისა, მიმდინარეობს 50 კვ.მ ფართობზე სამაცივრე მეურნეობს მშენებლობა (ბოსტნეულის, ხილის და კენკროვნების შესანახად), როგორც საკუთარი პროდუქტის შესანახად, ასევე სხვა ფერმერების მომსახურების მიზნით.

მომავალში კოოპერატივის წევრებს კვლავ განვითარება და წარმოების გაზრდა სურთ. ამასთან ერთად, ორიენტირებულნი არიან ნატურალური პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე და სურთ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დაასაქმონ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები