სახელი : კობიძეების მარანი

"კობიძეების მარანი" მეღვინეობას ეწევა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში. გურიის რეგიონი თავიდანვე გამოირჩეოდა მეღვინეობის განსაკუთრებული ტრადიციით და ვაზის ენდემური ჯიშებით. კოოპერატივის წევრებსაც მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივი ოჯახური ტრადიცია გააჩნიათ, რომელსაც დღესაც აგრძელებენ.  თავად კოოპერატივი კი ოთხი წლის წინ შეიქმნა, მას შემდეგ რაც  მისმა წევრებმა კოოპერატივების განვითარების პროექტში ჩართვა გადაწყვიტეს.

კოოპერატივი  ღვინოს  იშვიათი სახეობის ყურძნის ჯიშებისგან აწარმოებს : "ჩხავერი" და "ჯანი-სხილათუბანი", რომლებიც გურიის რეგიონის ენდემური ჯიშებია. კოოპერატივი ცდილობს გაზარდოს ვენახების ფართობები და ღვინის  წარმოება გააფართოოს, რადგან წარმოებული ღვინო დიდ ინტერესს იმსახურებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კოოპერატივს უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, მათ შორის მარნებისა და ღვინის საკუთარი ქარხნის გაკეთება, კოოპერატივის გაფართოება და უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.