სახელი : ნერგები

ლანჩხუთის რაიონის სოფელ „ლესაში“ კოოპერატივი „ნერგები“ წარმატებულ სანერგე მეურნეობას ფლობს. „ნერგების“ წევრებს ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ .2014 წლიდან კი როგორც კოოპერატივმა ისე განაგრძეს მუშაობა. კოოპერატივად ჩამოყალიბება და პროექტის მხარდაჭერა მათთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

 „ნერგები“ შერეული ტიპის სანერგე მეურნეობაა. კოოპერატივი აწარმოებს როგორც დეკორატიულ , მარადმწვანე ასევე ხეხილის ნერგებსაც. კოოპერატივს დიდი გამოცდილება აქვს   ქარსაფარი ზოლის მცენარეების , ალვის ხის, კიპარისების,კრიპტომერიას გამოყვანაში. ქარსაფარი ზოლის და გამწვანების  მცენარეებზე მოთხოვნა იზრდება  და  კოოპერატივიც ამ მიმართულებით ცდილობს გაფართოებას.  კოოპერატივი  კენკროვან კულტურებსაც აწარმოებს: მარწყვს, უეკლო მაყვალს. მომავლისთვის კი ლურჯი მოცვის გამოყვანას გეგმავს. გარდა ამისა, კოოპერატივი დაკავებულია ბოსტნეული კულტურების წარმოებით. 500 მ2 ფართობის მქონე სათბურში ზაფხულში დაახლოებით 5 ტონამდე კიტრი მოჰყავს, ზამთარში ეს სათბური სხვადასხვა ნერგების კონტენირებით არის დაკავებული, რათა ნერგებმა უფრო ადვილად გადაიტანონ ზამთრის სუსხი. „ნერგებს“ დეკორატიული მცენარეებიც  გამოჰყავს-ეს არასრული სიაა იმ მცენარეებისა, რომლის შეთავაზებაც კოოეპრატივს შეუძლია პოტენციური კლიენტებისთვის.

კოოპერატივი  "ნერგები" ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი იყო გურიაში, რომელმაც პროექტიდან მიიღო მხარდაჭერა.  „კოოპერატივის პირობებში ეს პროცესი გაგრძელდა მეტი ენერგიით, როცა ვიგრძენით, რომ დახმარება იყო ყველა კუთხით“. მენეჯმენტის, ბუღალტერიის ასევე ბაზრების მოძიების ტრენინგების კუთხით კოოპერატივის წევრებმა ცოდნა აიმაღლეს. წინა სეზონი „ნერგებმა“ წარმატებით გაიარა, გამოყვანილი ნერგების რაოდენობა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი  წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ნერგების“ ლიდერი გვეუბნება როგორია ერთობლივი მუშაობა კოოპერატივში: „ხშირად ვადარებთ კოოპერატივში მუშაობას იმ დროს, როცა ადრე ცალ-ცალკე ვმუშაობდით . განსხვავება ის არის, რომ კოოპერატივში შრომა დანაწილებულია, ყველა თავის საქმეს აკეთებს. კოოპერატივისათვის მასალებისა და შხამ-ქიმიკატების შესყიდვა ერთობლივად , საბითუმო ბაზარზე შეგიძლია, ტრანსპორტირებაც ერთიანად ხდება და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს დანახარჯებს. კოოპერატივმა ჩვენი ჯგუფის ცნობადობა აამაღლა, უფრო გვიცნობენ.  საბოლოო ჯამში  კი კოოპერატივი  „ნერგები“ გურიაში ერთ-ერთ კარგ კოოპერატივად ჩამოყალიბდა“.

მომავალში კოოპერატივი რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობას: მართალია „ნერგები“ რეგისტრირებული  მეურნეობაა, მაგრამ მათი მიზანია სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა გახდნენ, რაც მათ შემოსავალს გაზრდის და მათ საქმიანობას უფრო მეტ ადამიანს გააცნობს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები