სახელი : მწვანე ფოთოლი

„მწვანე ფოთოლი“ 9 წევრისგან შემდგარი კოოპერატივია აბაშაში, რომელმაც საქმიანობა სათბურში რეჰანის მოყვანით დაიწყო.მოთხოვნა რეჰანის  ნედლ ფოთოლზე დიდი აღმოჩნდა არამარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ თბილისშიც.

კოოპერატივის წევრებს სათბურში მუშაობის პრაქტიკა ჰქონდათ, თუმცა ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება კოოპერატივის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღეს. ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგების საშუალებით ცოდნაც აიმაღლეს და სასათბურე მეურნეობის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სათბურის კონსტრუქცია, ვენტილაციის, გათბობა-განათების სისტემებიც მიირეს.

ამჟამად, კოოპერატივების წევრები სათბურში და ღია გრუნტზე სხვადასხვა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოყვანაზე მუშაობენ  და წარმატებული საქმიანობის იმედი აქვთ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები