ჩხავერის ჯიშის ღვინო კოოპერატივისგან "კობიძეების მარანი" ,  ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთიდან.

გურიის რაიონი მევენახეობის განსაკუთრებული ტრადიციებითა და ვაზის უნიკალური ჯიშებით გამოირჩევა.  მეღვინეობის კოოპერატივი "კობიძეების მარანი" წევრებს ოჯახში ღვინის დამზადების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნიათ. ტრადიციას ახლა, როგორც კოოპერატივი ისე აგრძელებენ.

კოოპერატივი აწარმოებს სამი სახეობის ღვინოს აბორიგენული ორი ჯიშის ყურძნისგან, რომლებიცაა "ჩხავერი" და "ჯანი-სხილათუბანი", ბოთლში ჩამოსხმულს და დამზადებულს ტრადიციული ტექნოლოგიით.

ჩხავერი-ძველი და არც ისე ფართოდ გავრცელებული ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოიპოვებოდა და ძირითადად მაღალმთიან გურიაშია შემორჩენილი. მის ვაზს განსაკუთრებული პირობები და მოვლა სჭირდება, რადგან გარემო-პირობების მიმართ დაუცველია.

ჩხავერის ვაზი გვიან იკრიფება და მისგან როგორც თეთრი, ასევე ნატურალური ვარდისფერი ღვინოს წარმოებაა შესაძლებელი. 

ჯანი-სხილათუბანი-ასევე გურიის ადგილობრივი და ხარიხიანი ჯიშია, და ნაკლებად გავრცელებული, რომელიც ჯანისა და სხილათუბანის სახეობას აერთიანებს. "კობიძეების მარანი" ამ ჯიშების შერევით ამზადებს ხარისხიან და განსაკუთრებულ ღვინოს.

ღვინო "ჩხავერი"
დასახელება
გურია
რეგიონი
რაოდენობა
შეკვეთის გაკეთება

კოოპერატივები