სახელი : მელინე ოვაკიანი - ხელოვნების სტუდია "მელინე"

მელინე ოვაკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ცხოვრობს. მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა მაკიაჟის გაკეთება და გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმით შემოსავალიც მიეღო, რაშიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალი ინიციატივა დაეხმარა.

მელინე ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მომავალში, საქმიანობის დახვეწასა და უკეთესი მომსახურების შეთავაზებას აპირებს.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.