სადატ აფანდიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ცხოვრობს. მას ყოველთვის უნდოდა დამოუკიდებელი ყოფილიყო და თავისი შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და მალინის წარმოება-რეალიზება დაიწყო.
სადატი სეზონურად იღებს მოსავალს და შემდეგ ბაზარში ყიდის. მისი მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან ნატურალური, გემრიელი მალინით.
მომავალში სადატი წარმოების გაფართოვებას აპირებს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.