სახელი : თიანეთის ნობათი
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“ შეიქმნა 2015 წელს, თიანეთში. კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი სფეროა არამერქნული ტყის პროდუქტების, ხილის და სამკურნალო ბალახების შეგროვება გადამუშავება. მათ შორისაა ფურუსულა, ასკილი, მაჟალო, ტყემალი, ვაშლი, ქაცვი.

ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული ნედლეულების სეზონურობიდან გამომდინარე, დამატებით ამზადებენ ხილფაფებსა და ტყლაპებს, რათა საწარმოს მუშაობა არ შეჩერდეს.

კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“ დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და მისი წევრები რაოდენობაც იზრდებოდა. ამჟამად კოოპერატივში 13 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული, მათ შორის 7 ქალია. ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა  OXFAM, კოოპერატივმა  გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და აღჭურვა მოახერხა.

კოოპერატივ „თიანეთის ნობათი“ მზარდი კოოპერატივია, წევრები ორიენტირებული არიან განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან, მონაწლეობას იღებენ სხვადახვა საგრანტო კონკურსებში.

ყველაფერთან ერთად, კოოპერატივი ზრუნავს საკუთარი თემის გაძლიერებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. „თიანეთის ნობათი“ მიიჩნევს რომ ტყის არამერქნულ პროდუქტების წარმოებას რეგიონისთვის დიდი პერსპექტივა აქვს. მათი მიზანია  წარმოების გაფართოვება, რათა უფრო მეტი ადგილობრივი ფერმერი ჩაერთოს მათ საქმიანობაში.

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.