სახელი : ფერმერი 2015

კოოპერატივი „ფერმერი 2015“  აბაშის მუნიციპალიტეტში 2015 წელს ჩამოყალიბდა და 14 წევრისგან შედგება. კოოპერატივი  ძირითადად ერთწლოვან მარცვლეულ კულტურებზე მუშაობს. გარდა ამისა, კოოპერატივის წევრებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ და მოწეული მოსავლით საქონლის შენახვასაც ახერხებენ.

კოოპერატივის კუთვნილ 52 ჰა  ფართობზე    ფერმერებს  მოჰყავთ  სიმინდი და  ხორბალი .  დათესილი აქვთ იონჯაც, რომელსაც ზამთრობით პირუტყვის გამოსაკვებად იყენებენ. კოოპერატივის წევრები ფლობენ თხილის პლანტაციებსაც.

კოოპერატივად ჩამოყალიბებამდე წევრ ფერმერებს ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა მოძველებული ტექნიკით მიწის სათანადო დამუშავება და აგროვადების დაცვა ვერ ხერხდებოდა. ენპარდ-ის (ENPARD)  პროექტში  ჩართვის შემდეგ კოოპერატივმა  შეიძინა ტრაქტორი, თანადაფინანსებით კი სიმინდის სათესი, რამაც  აგროვადებში სიმინდის დათესვა გააადვილა და ეს პროდუქციის რაოდენობაზეც აისახა.

„ფერმერი 2015“ ადგილობრივიდან ჰიბრიდული ჯიშების მოყვანაზე გადავიდა და კარგი შედეგიც მიიღო. პროექტის დახმარებით  მათ ხორბლის და იონჯის  მოყვანაც შესძლეს.

იმდენად, რამდენადაც ყოველწლიურად იზრდება კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქცია, აუცილებელია საერთო ბეღელის მოწყობა, სადაც მოხდება მიღებული მოსავლის შენახვა და შემდგომში მისი მაღლ ფასებში რეალიზაცია.

კოოპერატივის წევრები  მესაქონლების კუთხითაც აპირებენ გაფართოებას და საკუთრი ფერმის მოწყობას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ  კოოპერატივის საქმიანობამ სხვა კუთხითაც გამოიღო შედეგი. ყოველწლიურად იზრდება კოოპერატივში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები