სახელი : ზანელი

კოოპერატივი  "ზანელი"  2016 წელს შეიქმნა და 15 წევრს აერთიანებს.კოოპერატივის წევრები მეზობლად მცხოვრები ფერმერები არიან.


კოოპერატივის წევრები კიტრისა და პომიდორის მცირე ზომის სათბურებს ფლობდნენ, გამოჰყავდათ ვარდიც. ამჟამად კი კოოპერატივი ძირითადად მარწყვს აწარმოებს. ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კოოპერატივის წევრებმა  500 მ2 ფართობის 3 სათბური მოაწყვეს და  მარწყვის ნერგებიც შეიძინეს.

მომავალში  „ზანელი“ სათბურების გაფართოებას და სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურების მოყვანასაც გეგმავს.  კოოპერატივს მეტი განვითარების და უკეთესი მომავლის იმედი აქვს. 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები