სახელი : სოფიკო ცარციძე - სწრაფი კვება

სოფიკო ცარციძე მეწარმე ქალია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურიდან. მას ყოველთვის უნდოდა სწრაფი კვების ობიექტი გაეხსნა და ხარისხიანი მომსახურება შეეთავაზებინა ადგილობრივებისთვის.

ინიციატივის განხორციელებისთვის სოფიკომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და სწრაფი კვების ობიექტისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა. სოფიკო მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: ხაჭაპური, ღვეზელი, ლობიანი და სხვა.

სოფიკოს მომავალში საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს და დიდი მოლოდინებიც. მას ძალიან უნდა პატარა, ღია კაფეს მოწყობა და ამუშავება. ამისათვის კი დამატებითი რესურსები ესაჭიროება, მათ შორის ინვენტარი.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.