კოოპერატივი „ზესხო“ საქართველოში არსებულ კოოპერატივებს შორის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს. ზესხო ლენტეხის რაიონის სოფელია, რომლის მოსახლეობა სულ 5-6 ოჯახს შეადგენს, ზამთარში კი სოფელი თითქმის მთლიანად იცლება.
კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა კარტოფილის მოყვანაა.
„ზესხოსთვის“ კარტოფილის მოყვანა ძველი ტრადიციაა, რომელიც ოჯახის წევრებიდან და წინაპრებიდან გადმოეცათ, ვინაიდან მესაქონლეობა და მეკარტოფილეობა აქ მთავარი საქმიანობა გახლდათ. თუმცა ეს უფრო „ველური პრაქტიკული გამოცდილება“იყო. გარდა ამისა, ხელით და ფიზიკური შრომით განვითარება ძნელი იქნებოდა. საჭირო იყო მექანიზაცია, რაც კოოპერატივების პროგრამაში ჩართვით მოხერხდა. კოოპერატივს, პროექტის ფარგლებში გადაეცა საჭირო ტექნიკა: ტრაქტორი, დამთესველი, კულტივატორი, ამომღები.
პროგრამაში ჩართვის და ტრენინგების შედეგად, კოოპერატივმა მიღო მეტი თეორიული ცოდნა, რამაც საქმიანობის განვითარების სტიმული მისცა.
ახლა კოოპერატივი, რომელიც 9 წევრისგან შედგება ერთობლივი ძალებით ცდილობს სასარგებლო საქმის კეთებას და ებრძვის სირთულეებს. მთავარი სირთულე მთის მკაცრი ბუნებრივი პირობებია, რომელთან გამკლავება ძნელია, მაგრამ ენთუზიაზმით და დახმარებით,კოოპერატივი მის გადალახვას ცდილობს. ეს ენთუზიაზმი „ზესხოს“ ეხმარება საქართველოს ერთ-ერთ მაღალ დასახლებაში შეინარჩუნოს მოსახლოება, გაუჩინოს მათ შემოსავლის წყარო.
კოოპერატივის წევრები ფიქრობენ, რომ მათი საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს რომ სხვებიც ჩაერთონ კოოპერატივის საქმიანობაში და მიმდებარე სოფლები ისე განვითარდნენ, რომ სოფლიდან მიგრაცია შემცირდეს და ზესხო მოსახლეობისგან არ დაიცალოს.
კოოპერატივების პროდუქცია
კოოპერატივები