სახელი : მადლიანი თაკვერი

კოოპერატივi „მადლიანი თაკვერის“ წევრები გამოცდილი მეფუტკრეები არიან, რომლებსაც ერთად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. 2016 წლიდან კოოპერატივად ჩამოყალიბდნენ. ამჟამად  კოოპერატივში  8   ფერმერია გაერთიანებული. კოოპერატივი აქცენტს თაფლის ხარისხზე აკეთებს. ფუტკარი, სვანეთის მაღალ მთებში ჰყავთ დაბინავებული და გარე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული. კოოპერატივს სამი სახის-წაბლის, აკაციისა და ცაცხვის თაფლი გამოჰყავს და ალპური თაფლის წარმოებას გეგმავს.

ფუტკრის მოვლა ადვილი არ არის, თუმცა  „მადლიანი თაკვერის“ თითქმის ყველა წევრი გამოცდილი მეფუტკრეა. მიუხედავად ამისა, სირთულეები მათი წარმოების განვითარებას ხელს უშლიდა: არ ჰყავდათ მანქანა, რომელიც ფუტკრის სეზონური ტრანსპორტირებისთვის  იყო საჭირო. მანქანის ქირაობა კი  ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო და დამატებით  ხარჯებს მოითხოვდა. ძნელდებოდა  გადაყვანის ვადების დაცვაც.

"ქეას" მიერ განხორციელებული პროექტის  შემდეგ, ახლობელი ფერმერების  ერთად მუშაობას კოოპერატივის სახე მიეცა. ერთმანეთის მხარდაჭერით შრომა უფრო გაადვილდა. პროექტით  ,კოოპერატივს  ფუტკრის გადასაყვანი მანქანა, 100 სკა და თაფლის წარმოებისათვის დანადგარები გადაეცა.  

 კოოპერატივი ძირითად იმედებს მომავალზე ამყარებს. უამრავი გეგმა აქვთ, რომლის განხორციელება ბევრად წინ წაიყვანს მათ საქმიანობას. ამ ეტაპზე ყურადღება თაფლის ხარისხზე და რაოდენობრივ მაჩვენებელზე აქვთ გადატანილი. თუმცა მომავალში სურთ დედა ფუტკარი მოაშენონ და ფუტკრის მტვერი და შხამიც აიღონ.

„დიდ იმედებს ვამყარებთ მომავალზე, სამომავლოდ გვსურს ჩვენ თვითონ გავყიდოთ სკები , არ ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე და თავად ვაწარმოოთ ყველაფერი“

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები