სახელი : ჯოღო

კოოპერატივი „ჯოღო“ 2015 წლის 21 იანვარს შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ის აერთიანებს 12 ადგილობრივ ფერმერს,მათ შორის 2 ქალია. კოოპერატივის წევრები სანერგე მეურნეობას მისდევენ. „ჯოღო“ „კოოპერატივების ფონდი“-ს ახალი წევრია და ფონდის დახმარებით საქმიანობის განვითარებაზეა ორიენტირებული.

კოოპერატივის წევრები აწარმოებენ  სხვადასხვა  სახეობის  ნერგებს, მათ შორისაა:  ხურმა,  ტყემალი,  კივი,  ფეიჰოა,  მაყვალი,  ჟოლო,  თხილი,  დაფნა,  ალვის  ხე  და  სხვა.

კოოპერატივი ყოველთვის ზრუნავს საქმიანობის განვითარებაზე და ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ის  2016  წლიდან  ჩართულია  სახელმწიფო  პროგრამა  „დანერგე  მომავალში“,  აგრეთვე  ჩართულია  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  მიერ  დაწყებულ  სერთიფიცირების  პროცესში.

„ჯოღო“-ს წევრები ყოველწლიურად, სარეალიზაციოდ აწარმოებენ 100 – 120  ათას  ძირ  ნერგს, თუმცა მომავალში წარმოების გაზრდა სურთ.

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები