სახელი : ნექტარი 2016

მეფუტკრეობის კოოპერატივი „ნექტარი 2016“ შეიქმნა 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და აერთიანებს 12 ადგილობრივ ფერმერს, აქედან 5 ქალია.

კოოპერატივის წევრები ფუტკრებს უვლიან და მისგან სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ. გარდა ამისა, საკმაოდ გამოცდილები არიან ფუტკრის შხამის და მტვრის აღებაში. მათი მთავარი მიზანი ნატურალური და გემრიელი პროდუქტის წარმოება-რეალიზებაა.

„ნექტარი 2016“-ის მიერ წარმოებული პროდუქცია ბევრი სასარგებლო თვისებით ხასიათდება და საკმაოდ პოპულარულია მომხმარებლებში.

კოოპერატივის წევრები ყოველთვის ცდილობენ განვითარდნენ, დანერგონ ახალი მიდგომები და წარმოება გააფართოვონ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის  „ნექტარი 2016“  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის და USAID-ის ზრდა პროგრამის ბენეფიციარია.

ამჟამად, კოოპერატივი 400 ფუტკრის ოჯახს უვლის. ასევე "ნექტარი 2016"-ის საკუთრებაშია ფუტკრის გადასაადგილებელი მისაბმელი ლაფეტი, ელექტრო საწური და დედების გამოსაყვანი მოწყობილობა, რაც ეხმარეა კოოპერატივის წევრებს უფრო ეფექტურად და ხარისხიანად წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

მომავალში, კოოპერატივი სტაციონალური საფუტკრის მოწყობას გეგმავს მთასა და ბარში. შესაბამისად კი ბიო თაფლის წარმოებას დაიწყებს, რაც კდევ უფრო გაამრავალფეროვნებს მის საქმიანობას და ადგილობრივ მოსახლეობასაც მეტ სარგებელს მოუტანს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.