სახელი : გვესოს ფერმა

„გვესოს ფერმა„ 2017 წელს შეიქმნა ცაგერის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ გვესოში. ამჟამად კოოპერატივში 5 ფერმერია გაწევრიანებული, მათ შორის 3 ქალია.  „გვესოს ფერმა„ „კოოპერატივების ფონდი„-ს ახალი წევრია და გაერთიანებას 2020 წლის დასაწყისში შემოუერთდა. 

კოოპერატივი თიხის რძის პროდუქტებს აწარმოებს, რომელებიც უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. კოოპერატივის  მიერ წარმოებული ყველი, ხაჭო, ნადუღი ბიოლოგიურად სუფთაა და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 „გვესოს ფერმა„-ს ამჟამად 300 სული თხა ჰყავს, რომელიც თავდაპირველად ევროკავშირის ENPARD პროგრამის დახმარებით შეიძინა, ხოლო შემდგომში თვითონ მოახერხა პირუტყვის გამრავლება. კოოპერატივს სახელმწიფო პროგრამით რძის გადამამუშავებელი ხაზი გადაეცა, ხოლო საწარმოს აშენება საკუთარი თანადაფინანსებით მოახერხა.

მაღალმთიანი რეგიონის  მკაცრი კლიმატი კოოპერატივ „გვესოს ფერმა„-სთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, რასაც წარმატებით უმკლავდება.

კოოპერატივი პროდუქტის რეალიზებას  თბილისის რამოდენიმე მაღაზიასა და რესტორანში ახორციელებს. 2020 წლიდან კოოპერატივმა მეხორცული მიმართულებითაც დაიწყეს მუშაობა. მათი მიზანია ფერმის გაფართოება და საქონლის ჯიშთა გაუმჯობესება.

კოოპერატივი ორიენტირებულია  სიახლეების დანერგვაზე და ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით განავითაროს ბიზნესი და დაეხმარონ თემს.

კოოპერატივ „გვესოს ფერმა„-ს წევრებს მომავალში ძალიან დიდი გეგმები აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის გაზრდა ნაკლები დანახარჯებით. მისი წევრები ენთუზიაზმით ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პოექტებში, რათა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მეტი გამოცდილება თავიან სფეროში. ამ კუთხით ტრენინგებიც აქვთ გავლილი და საკმაოდ ბევრი რამაც ისწავლეს.

 

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები