სახელი : ნერგები
საჭიროა : 0
ჩარიცხულია : 0

კოოპერატივი „ნერგების“ მთავარი საქმიანობაა მენერგეობა, მევენახეობა-მეღვინეობა.  მათ გაშენებული აქვთ უსახელაურისა და ცოლიკაურის ვენახები.

კოოპერატივი არამარტო საკუთარი ბიზნესისთვის, სოფლისთვისაც სასარგებლო საქმეს აკეთებს .გამოჰყავს ენდემური ყურძნის ჯიშები.  


თავდაპირველად კოოპერატივის წევრი ფერმერების   ძირითად საქმიანობას მხოლოდ მენერგეობა წარმოადგენდა.შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს  ღვინის წარმოება დაეწყოთ. საკუთარი სახსრებით ისინი ღვინოს მხოლოდ საკუთარ მარნებში,  ოჯახური წესით აყენებდნენ. 

პროექტის საშუალებით კოოპერატივმა შეიძინა  ღვინის წარხნისათვის საჭირო ყველა დანადგარი და მოწყობილობა, შენობა კი  წევრი ფერმერების თანამონაწილეობით აშენდა- „ნერგების“ მეურნეობას მცირე ზომის ევროპული ქარხანა შეემატა.  კოოპერატივს უკვე საშუალება აქვს, რომ თავად მოახდინოს ყურძნის გადამუშავება და ბოთლებში ჩამოსხმა. კოოპერატივს, სხვადასხვა სამუშაობის შესასრულებლად  მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავს დასაქმებული.

მომავალში კოოპერატივი ყურძნის მეტ მოსავალს ელოდება და გაფართოებას გეგმავს, რათა ცოლიკაურისა და უსახელოურის ჯიშის ყურძნის ათვისება და 150 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შეძლოს.  ამისთვის კი უფრო დიდი ტერიტორია და გადამამუშავებელი და შესანახი აგრეგატები ესაჭიროება.

„ცისტერნებით მხოლოდ 14-15 ტონა ღვინის მასალის შენახვა შეგვიძლია დღევანდელი საშუალებებით. ჩვენ გვესაჭროება 50-60 ტონამდე თეთრი ყურძნისთვის ცოლიკოურისთვის ავზები, ცისტერნები, სპეციალური პრესი და შესანახი სისტემა."

 კოოპერატივი ყურძნის გარკვეულ რაოდენობას ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ყიდულობს, რითაც მათ რეალიზაციაში ეხმარება.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.