„მიხარია, რომ ქალებს ეხმარებით და მათ ეკონომიკურ განვითარებას უწყობთ ხელს“.
თამარ შუბითიძე 3 შვილის დედაა, რომელიც ახალციხის სოფელ სვირში ცხოვრობს მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ოჯახი აქვს ის ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი გააკეთოს და ფინანსურად დაეხმაროს ოჯახს. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პროექტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.
პროექტის დახმარებით, თამარმა ეკონომიკური გრანტი მიიღო და საოჯახო სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. მაგრამ წარმატებისთვის მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი - თამარის საოჯახო სასტუმრო ტურისტულ ზონაში მდებარეობს და შესაბამისად ქართველი გარდა ბევრი უცხოელი მომხმარებელი ეყოლება. ტურისტებთან კომუნიკაციისთვის კი ინგლისური ენის ცოდნა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, ამავე პროექტის ფარგლებში თამარმა ინგლისური ენის 3 თვიანი კურსი გაიარა ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში და ძალიან კმაყოფილია შედეგით. სწავლების პროცესი ძალიან ხარისხიანი, სახალისო და საინტერესო იყო მისთვის. მასწავლებლებიც საკმაოდ მცოდნე და გამოცდილები იყვნენ.
„ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და ახლა უკვე რაღაც დონეზე შემიძლია საუბარი. მართალია 3 თვე ენის შესწავლისთვის არ არის საკმარისი, თუმცა რაც აუცილებელი იყო პირველი ეტაპისთვის, ყველაფერი ძირფესვიანად გავიარე კურსებზე და უკვე შემიძლია ინტერნეტის საშუალებითაც გავიღრმავო ჩემი ცოდნა“.
მეწარმე ქალებისთვის გამოფენა მოეწყო