22 04 2020

ცაგერის მუნიპალიტეტის მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა პანდემიის პერიოდში

 

მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ისე როგორც მთლიანად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებულ უჩვეულო ვითარებაში უწევთ საქმიანობა  „კოვიდ19“-ით გამოწვეული პანდებიის გამო. ამჟამად, ღალიანობის დაწყების წინ,  როცა მეფუტკრეებისათვის დიდი სამუშაოებია განსახორციელებელი, კოოპერატივმთის ნობათი“-ს წევრები ითვალისწინებენ  ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებსა და მითითებებს,ერთობლივი  მუშაობისაგან თავს იკავებენ და ერთმანეთთან დისტანციური კონსულტაციით დამოუკიდებლად ახორციელებენ სეზონურ სამუშაოებს თავიანთ საფუტკრეებში. მიმდინარე წელს  მომთაბარეობა სხვა რეგიონებში დროებით გადაიდო, ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები ადგილობრივად ფუტკრის მოძლიერებისათვის, რათა მოხდეს  ღალის მაქსიმალურად ათვისება და ხარისხიანი თაფლის დამზადება.

კოოპერატივსა და მის წევრებს სიტემატური კონტაქტი აქვთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრთან და იღებენ საჭირო რჩევებსა და მითითებებს. კოოპერატივს ასევე აქტიური მხარდაჭერა აქვს კოოპერატივების ფონდი“-სგან, საიდანაც დროულად მიეწოდებათ მათთვის აუცილებელი ინფორმაციები, აქვთ მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერა.

კოოპერატივმთის ნობათი თავის გამოცდილებას უზიარებს ადგილობრივ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და ცალკეულ მეფუტკრეებს. ხშირია ერთმანეთში  სატელეფონო და ინტერნეტკავშირები. კოოპერატივის წევრებმა გამოთქვეს სურვილი ამ რთულ პერიოდში თავიანთი წვლილი შეიტანონ ვირუსთან ბრძოლაში, შეაგროვონ  თაფლი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გადასცენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ იდეას  შემოუერთდა  კოოპერატივების ფონდი“-  წევრი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მადლიანი თაკვერი“-ს მეპაიეები, ასევე კოოპერატივი „უცქერი“.

იმედია ყველანი ერთად, ერთმანეთის თანადგომით, რეკომენდაციებისა და  მითითებების დაცვით მალე დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს.

ავტორი: ბონდო ხეცურიანი

კოოპერატივი „მთის ნობათი“