მზიანა სუბელიანი, ზოია წერედიანი, ქეთო გულბანი, ნორა გირგვლიანი და თამარ ხიციშვილი საცხობს ფლობენ მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში.
მეწარმე ქალები მომხმარებლებს გემრიელ, სოფლის ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ლავაშსა და ლაზურ პურებს სთავაზობენ. მომსახურების გაუმჯობესებაზე ყოველთვის ზრუნავენ, ამიტომ პურთან ერთად, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ უგემრიელეს ხაჭაპურსა და კუბდარსაც აცხობენ.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.