ჩხავერის ღვინო კოოპერატივისგან "ბუკისციხე 1811".

კოოპერატივი აწარმოებს რამდენიმე სახეობის ღვინოს: ჩხავერი, ჯანი-სხილათუბანი, კამური თეთრი და შავი. მათგან ყველაზე პოპულარული "ჩხავერია".

ჩხავერი-ძველი და არც ისე ფართოდ გავრცელებული ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოიპოვებოდა და ძირითადად მაღალმთიან გურიაშია შემორჩენილი. მის ვაზს განსაკუთრებული პირობები და მოვლა სჭირდება, რადგან გარემო-პირობების მიმართ დაუცველია.

ჩხავერი გურული აბორიგენული ჯიშია, რომელიც კოლხეთის კლიმატურ პირობებთან საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და შეზრდილი ჯიშია. მისი სავეგეტაციო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია, იღვიძებს ყველაზე ადრე, როგორც მცენარე და ყველაზე გვიან ამთავრებს. ეს კი სწორედ კოლხეთის რბილი კლიმატური პირობებისთვის დამახასიათებელ ვაზის ჯიშებს ახასიათებს.

ჩხავერი ერთადერთი ჯიშია, რომლისაგანაც ბუნებრივი ვარდისფერი ღვინო მზადდება. არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ერთეულია ის ჯიშები, როდესაც ბუნებრივად ვარდისფერი ღვინო გამოდის.

გარდა ფერისა, ღვინის ბალანსი საკმაოდ მაღალი სტანდარტისაა და აქვს ხანგრძლივად შენახვის პერიოდი, რაც დრო გადის უფრო მეტად ხდება ღვინის დავარგება და უკეტესი ხდება. 

ჯანი-სხილათუბანი-ასევე გურიის ადგილობრივი და ხარიხიანი ჯიშია, და ნაკლებად გავრცელებული, რომელიც ჯანისა და სხილათუბანის სახეობას აერთიანებს.

 





ღვინო "ბუკისციხე"
დასახელება
გურია
რეგიონი
რაოდენობა
შეკვეთის გაკეთება

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.