სახელი : სამეგობრო 2014

კოოპერატივი  „სამეგობრო 2014“   ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ ჩხაკაურაში მდებარეობს და ნატურალურ, ბუნებრივ გარემოში აწარმოებს კალმახს. მეურნეობა 2005 წლიდან არსებობს. მართალია, მდებარეობა საქმიანობაში ხელს უწყობდა, მაგრამ მეურნეობის განვითარება დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა ტექნიკური და ფინანსური რესურსების არარსებობის გამო.

2014  წელს ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, კოოპერატივს გადაეცა ავტომანქანა, გაიმართა დამატებითი აუზები, მოეწყო სალიფსიტე, აშენდა ტურისტული კოტეჯი. კოოპერატივის ჩამოყალიბებამ ფერმერებს გაუადვილა შრომა და წარმოებული კალმახის რეალიზაცია.  „სამეგობრო 2014“   რამოდენიმე სარეალიზაციო ობიექტის ოფიციალური მიმწოდებელია.

განვითარებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნებიც და საჭიროებებიც. კოოპერატივის წევრები ფიქრობენ როგორ გააფართოვონ მეურნეობა, რათა თევზზე გაზრდილი მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ და მეურნეობაში მეტი ადამიანი დაასაქმონ .

კოოპერატივის დიდი უპირატესობა ნატურალური გარემო და აქ მოყვანილი სუფთა კალმახია, რომელიც ბუნებრივად მომდინარე წყაროს წყალში იზრდება.სწორედ  ამიტომ არის  კოოპერატივის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა.

მთავარი სირთულე ტერიტორიამდე მოსასვლელი გზაა, რომელიც შეკეთებას საჭიროებს.

იმისათვის, რომ  კოოპერატივი გახდეს  სტაბილური მიმწოდებელი, აუცილებელია ჰქონდეს პროდუქციის წარმოების უწყვეტი ციკლი. ამ მიზნის მისაღწევად კოოპერატივი გეგმავს დამატებითი აუზების მოწყობას.

„სამეგობრო 2014“ -ის  წევრები ასევე გეგმავენ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას , დამატებითი კოტეჯების აშენებას და მოწყობას. ტურისტებს საშუალება ექნებათ ულამაზეს გარემოში დაისვენონ, ითევზაონ და ბუნებრივ პირობებში მოყვანილი კალმახი დააგემოვნონ.

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები

ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.