ფატი მაჩალიკაშვილი ჩეჩნეთიდან ლტოლვილია. უკვე ოც წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და უკეთესი მომავლის იმედს არასდროს კარგავს.
საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ფატიმ საკუთარი ძალისხმევით თავის დამკვიდრება შეძლო და გაუცხოების პრობლემაც დაძლია.
იოლი არც ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება ყოფილა: ფატი და მისი მეუღლე უმუშევრები იყვნენ. სწორედ ამიტომ, მან თავის პატარა ეზოში მარწყვის მოყვანა და გაყიდვა დაიწყო, მერე კი გაფართოებაც გადაწყვიტა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დახმარებით, ფატიმ ახალი, განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი გააშენა და კარგი მოსავალიც მიიღო. ეს ჯიში თავისი არომატით, გემოთი და ვიზუალით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია.
პანდემიამ ფატის გეგმის განხორციელებაში დროებით ხელი შეუშალა. „საგანგებო მდგო-მარეობის დროს ქალების შრომა გაიზარდა, ამასთან პროდუქციის რეალიზებასაც ვერ ვახერხებდით, სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქისთვის საკმაოდ შორ მანძილზე, ცენტრში გვიწევდა ფეხით წასვლა,“ - გვიამბობს ფატი.
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სოფელში სიტუაცია გაუმჯობესდა. ფატიც საქმიანობის გაფართოებას კვლავაც აპირებს.იგი ჟოლოსა და უეკლო მაყვლის მოშენებას გეგმავს.
პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა"