"გვირილა" სამკერვალო საწარმოა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოში, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვიდი ქალია დასაქმებული. საწარმოში სხვადასხვა პროდუქტი იკერება-მაგალითად, უნიფორმები, თეთრეული და სამედიცინო ხალათები. საწარმოს ლიდერი, დარეჯანი, "გვირილას" ქალების სულისჩამდგმელი და მოტივატორია. გარდა ამისა, დარეჯანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს ახმოვანებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
სოციალური საწარმოები