09 03 2025

საინფორმაციო შეხვედრა ნამჯის გადამუშავების თემაზე

კლმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხზე „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) აგროექსპერტებმა მკრტიჩ მოვსესიანმა და დათო ცომაიამ 9-10 აგვისტოს რუსთავსა და წალკაში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრაზე ექსპერტებმა ისაუბრეს ნამჯის დაწვით ნიადაგისთვის მიყენებულ ზიანზე, იმაზე, თუ როგორ ანადგურებს ცეცხლი ნიადაგის ზედა საფარში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს, როგორც ხდება ნიადაგის ჰუმუსის დაწვა და ამით მისი ორგანულ ნაწილ დაზიანება, როგორ აშრობს ცეცხლი ნიადაგს და იწვევს ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

საინფორმაციო შეხვედრაზე აგროექსპერტებმა ფერმერებს ჯარიმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2022 წლიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების გადაწვა კანონით ისჯება, და ჯარიმას  გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.

თეორიული ინფორმაციის გადაცემა პრაქტიკულად განხორციელდა CDI-7-ის პროექტის ბენეფიციარის, ენდრიკ სტეპანიანის მიწის ნაკვეთზე, სადაც 15-მა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა შეისწავლა, თუ როგორ ტარდება ე.წ. ჩოპერიანი კომბაინით ხორბლის მოსავლის აღების და ნამჯის ადგილზე დაქუცმაცების პროცედურა.  

დღეს სოფლებში ჩოპერიანი კომბაინი, რომელიც ნამჯას აქუცმაცებს და უკან მიწაში აბრუნებს, ხელმისაწვდომია. ფერმერთა ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, მეორე ნაწილის აზრით კი მომსახურება ძვირი ჯდება და ამიტომ ნამჯას ადგილზევე წვავენ. ამ ქმედებას ისინი იმით ხსნიან, რომ ოდითგანვე მათი მამა-პაპაც ასე ამუშავებდა მიწას.

ჩოპერიანი კომბაინის გამოყენების შემთხვევაში მოსავლის აღება ერთ ჰექტარზე მართლაც 50 ლარით ძვირდება, თუმცა მომდევნო სეზონზე ფერმერებს ნაკვეთზე ნაკლები სასუქის შეტანა მოუწევ, რადგან ნამჯის ჩახვნით აზოტი და სხვა მინერალები ისევ ნიადაგს უბრუნდება. ეს მეთოდი გაცილებით ხარჯთეფექტურია, ვიდრე ჰექტარზჩოპერის არგამოყენებით დაზოგილი 50 ლარი. რაც მთავარია, ნაკვეთის სწორად დამუშავების შემთხვევაში მოსავალი გაცილებით უხვად მოდის, ვიდრე მიწის გადამწვარ ნაკვეთებზე.

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7)  ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა  და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.