2023 წლის 8 სექტემბერს, „ქეა კავკასიის“, bp-ისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ სოფელ სამშვილდეში მდებარე ტურისტულ ცენტრ „ორბის ბუდეს“, სადაც ცენტრის დამფუძნებელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა CDI-ს მეშვიდე ფაზის ბიზნესსაგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ობიექტი მოინახულეს.
„ორბის ბუდის“ ტერიტორია სრულად აღიჭურვა შიდა და გარე ავეჯით - შეხვედრებისთვის განკუთვნილი მაგიდებით, დასასვენებელი სკამებით, ტენტებით, საქანელათი და სხვა საჭირო ინვენტარით.
შეხვედრაზე დოსტიბეგიანმა დონორსა და დაინტერესებულ პირებს მოუთხრო პროექტის განხორციელების პროცესის, ორგანიზებული ტურისტული ღონისძიებებისგან მიღებული ფინანსური სარგებლისა და სამომავლო გეგმების შესახებ. CDI-ს წარმომდგენლებმა კი სამშვილდის მცხოვრებლებს გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელ ახალ საგრანტო შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიციირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიების (BTC/SCP) მიერ. პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.