09 03 2025

სათამაშო მოედნის გახსნა სოფელ ქოთიშში

ქეა კავკასიისაღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხაჩიძე, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI-7) პროექტის მენეჯერი ნინო კიკაბიძე და პროექტის თანამშრომლები, bp-ის სოციალური ინვესტიციების ხელმძღვანელი ეთერ კვირიკაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, სოფელ ქოთიშის დეპუტატი გიორგი ფიჩხუაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბნენ სოფელ ქოთიშის ცენტრში მდებარე სკვერში, სადაც სათემო ორგანიზაციამქოთიშიინფრასტრუქტურის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოწყობილი საბავშვო სათამაშო მოედნის პრეზენტაცია გამართა.    

პროექტი 2023 წლის ზაფხულში განხორციელდა. მის ფარგლებში შემოიღობა სკვერის ტერიტორია, გასწორდა და გასუფთავდა მიწის ნაკვეთი, დაიგო კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა მოსასვენებელი სკამები და დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონები. 2023 წლის ნოემბერში ღობის გასწვრივ დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანებაც.

შეხვედრის დასაწყისში პროექტის მენეჯერმა  ისაუბრა ადგილობრივი თემების განვითარების პროგრამაზე, რომელსაც bp 2003 წლიდან ახორცილებს მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებში. მოსახლეობას შეახსენა სოფელში განხორციელებული ინიციატივები და ის საგრანტო შესაძლებლობები, რომლებიც პროექტში არსებობს სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვის მიმართულებით. მან, ასევე მადლობა გადაუხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს სათემო ორგანიზაციის  ფინანსური თანამონაწილოების და CDI-ის მიმართ გამოჩენილი  განსაკუთრებული  ინტერესისთვის.  

სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუზანა კონდაქჩიანმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა იმ სამუშაოებზე, რომელიც ჩატარდა სათამაშო მოედნის რეაბილიტაციის პროცესში.

მოსახლოებას მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმაც. მან მადლიერება გამოხატა bp-ის და ქეა კავკასიის მიერ გაწეული  მხარდაჭერის  და განხორცილებული აქტივობების გამო, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის ზრდას და თემების განვითარებას.