სახელი : ეკოტურისტული სოციალური საწარმო

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამშვილდის ნაქალაქარის მიმდებარედ სამშვილდის კანიონი მდებარეობს. კანიონის სიღრმე დაახლოებით 300 მეტრია. ეს ადგილი საინტერესოა, როგორც ბუნების და ფრინველთა მოყვარულთათვის, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სამშვილდის კანიონთან მოხვედრა სოფელ სამშვილდეს გავლით სამანქანო გზითაა შესაძლებელი. კანიონის, ფრინველებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მიღებას გზაზევე, ლუსინე დოსტიბეგიანის მიერ დაფუძნებულ ეკოტურისტულ სოციალურ საწარმო „ორბის ბუდეში“ შეძლებთ.  

„ორბის ბუდეში“ გამოცდილი გიდები დაგხვდებიან, რომლებიც თქვენს ინტერესებზე მორგებულ ტურსაც დაგიგეგმავენ და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თან გამოგყვებიან. ტურები სხვადასხვაგვარი აქვთ - ფეხით სიარულის მოყვარულთათვის საფეხმავლო ბილიკებზე გასეირნებას, ხოლო განსხვავებული გამოცდილების მაძიებლებს საცხენოსნო ტურის შემოგთავაზებენ.  

„ორბის ბუდეში“ სტუმრებს სომხური ლავაშის ცხობისა და კამეჩის ყველის ამოყვანის მასტერკლსებსაც სთავაზობენ. თიხის ღუმელიდან ამოღებულ ცხელ-ცხელ ლავაშსა და ახლად ამოყვანილ ყველს სრული ბედნიერებისთვის ცხელი ყავა-ჩაი და ადგილზე მოყვანილი ხილისგან დამზადებული მურაბა უხდება, თქვენ წარმოიგინეთ, ამ უკანასკნელსაც ადგილზე შემოგთავაზებენ.

სურვილის შემთხვევაში, „ორბის ბუდის“ შიდა და გარე სივრცის დაქირავება სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად, როგორიცაა გუნდური სავარჯიშოები, კორპორატიული ღონისზიებები, კონფერენციები და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს:

https://www.facebook.com/orbisbudetours

ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 598 35 09 31

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

მცირე ბიზნესები